ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple უკვე თბილისშია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აეროპორტიდან იუწყება, Deep Purple-ს კომპანია Altervision Group-ის წარმომადგენლები, მუსიკოსი აჩიკო გულედანი, ბაიკერები და ქართველი ფანები დახვდნენ.
Deep Purple-ის წევრებმა აეროპორტი უკვე დატოვეს. ბენდი მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ში მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, 16:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" Deep Purple-ის პრესკონფერენცია გაიმართება. ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის მეგა ვარსკვლავებს Deep Purple-ს "დინამო არენაზე" სცენა 5 ივნისს, 21.30 საათზე დაეთმობა. მათ 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.