დევიდ ბექჰემი ქალიშვილზე ეჭვიანობს

დევიდ ბექჰემი ქალიშვილზე ეჭვიანობს

მართალია დევიდ ბექჰემის ქალიშვილი ჰარპერი ჯერ 2 წლისაც არაა, თუმცა მამამისი უკვე ეჭვიანობს მასზე და ცდილობს, ბიჭებს ამ ასაკიდანვე მოარიდოს. სპორტსმენმა განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, აუცილებლად გამოკეტავდა ქალიშვილს კოშკში, როგორც ზღაპრის გმირ რაპუნცელს, რათა უღირსი ახალგაზრდა ბიჭებისგან დაეცვა.

"ჩაკეტილი მეყოლებოდა. ჰარპერი იქნებოდა როგორც რაპუნცელი - იჯდებოდა მაღალ კოშკში" - აღნიშნა დევიდ ბექჰემმა.

38 წლის ვარსკვლავმა იხუმრა, თუმცა კითხვაზე გაუშვებდა თუ არა ჰარპერს პაემანზე, დევიდმა დაუფიქრებლად უპასუხა: "ნამდვილად არა!"

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება