ისლამისტებს არამუსლიმანი ქალების გაუპატიურების ნება დართეს

ისლამისტებს არამუსლიმანი ქალების გაუპატიურების ნება დართეს

ისლამისტმა მღვდელთმსახურმა სირიელ ამბოხებულებს არამუსლიმანი და არასუნიტი ქალების გაუპატიურების ნება დართო. ამის შესახებ გაზეთი The Washington Times-ი წერს.

გაზეთის ინფორმაციით, იორდანიელმა სალაფიტმა შეიხმა იასირ ალ-აჯლაუნიმ, რომელიც დამასკოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სირიელი ოპოზიციონერებისადმი მიმართვა YouTube-ზე განათავსა. მისი თქმით, მუსლიმანებისთვის, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძვიან და შარიათის ძალაუფლების დამყარებას ცდილობენ, ალავიტ (ალავიტებს მიეკუთვნებიან ასადის ოჯახის წევრებიც), არამუსლიმან და არასუნიტ ქალებთან სექსი "ფატვას კანონია".

ვიდეომიმართვაში მღვდელმსახური არამუსლიმან ქალებს ყურანიდან აღებული ტერმინით "melk al-yamin" მოიხსენიებს და მათ "არამუსლიმან სექს-მონებს" უწოდებს.

არსებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისლამისტებს ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებენ.

მომზადებულია The Washington Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა