კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა

კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა

კანის 88-ე კინოფესტივალი სენსაციით დასრულდა - მთავარი პრიზი, "ოქროს პალმის რტო", ერგო ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ფილმს "ადელის ცხოვრება", რომელიც ერთსქესიან სიყვარულზეა.

უმაღლესი ჯილდო რეჟისორს მსახიობმა უმა თურმანმა გადასცა. "მე ჩემი ფილმი მივუძღვენი ახალგაზრდობასა და თავისუფლებას, ახალგაზრდების უფლებას, უყვარდეთ და სრულყოფილად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება", - განაცხადა ჯილდოს მიღებისას ტუნისური წარმომავლობის ფრანგმა რეჟისორმა.

საფრანგეთში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, მაგრამ ერთსქესიანი სიყვარულის პრობლემის პოლიტიკური კონტექსტი, რეჟისორის თქმით, მას ნაკლებად აღელვებდა, მას სურდა ეჩვენებინა "უბრალო სასიყვარულო ამბავი, რომელიც მოიცავს ურთიერთობების მთელ სილამაზეს".

ორი გოგონას სიყვარულის დაწვრილებითი აღწერით ფილმმა კანის კინოფესტივალის ბევრი მონაწილე გააოგნა. თუმცა ჟიურიმ, რომლის სათავეშიც სტივენ სპილბერგი იმყოფებოდა, მაინც გადაწყვიტა, ის ფესტივალის სხვა ფილმებზე უფრო მაღლა დაეყენებინა. ამით კანის კინოფესტივალმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ფართო ჰორიზონტები აქვს და როგორ შეუძლია ისეთ კინემატოგრაფიულ თემებთან შეხებაც კი, რომლებიც მძაფრ საზოგადოებრივ პოლემიკას იწვევენ.

ფესტივალის მეორე პრემია, გრან-პრი, მოიპოვა ამერიკელი რეჟისორების - ძმების იტან და ჯოელ კოენების ფილმმა "ლუინ დევისის შიგნით". ის ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და ფართო პოპულარობით სარგებლობდა სიმსუბუქისა და სანახაობრიობის გამო.

ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზის მინიჭება მექსიკელი ამატ ესკალანტესთვის. მის სურათს "ელი" ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნევდნენ კრიტიკოსები. თუმცა ჟიურიმ ფილმში დაინახა ის, რაც ვერ შენიშნა მრავალრიცხოვანმა კინომცოდნემ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება