დემონსტრანტები რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ

დემონსტრანტები რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ

სტამბოლში მიმდინარე მასობრივი აქციების მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები არ აპირებენ შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბიულენთ არინკმა პოლიციის ქმედებების შედეგად აქციის დროს დაშავებულებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

"ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ვიცე-პრემიერის გამოსვლა. თურქები მიიღებენ მხოლოდ მთავრობის მეთაურის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბოდიშს, რომელიც არის ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი გამტარებელი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სტამბულის ცენტრში აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ერდოღანი მოსახლეობასთან განმარტებას არ გააკეთებს.

გასულ კვირას სტამბოლში დაწყებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ტაქსიმის მოედანზე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციისა და მის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენების შეჩერებას მოითხოვდნენ, მასობრივ არეულობებში გადაიზარდა და თურქეთის ოთხი დიდი ქალაქი მოიცვა.

დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა. თურქეთის 67 ქალაქში პოლიციამ 1 700 დემონსტრანტი დააკავა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის განცხადებით, დაღუპულია ორი ადამიანი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა