კეიტ უინსლეტი მესამე შვილს ელოდება

კეიტ უინსლეტი მესამე შვილს ელოდება

მსახიობი კეიტ უინსლეტი მესამე შვილს ელოდება. 37 წლის უინსლეტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მსახიობი ორსულადაა. როდის გაჩნდება ბავშვი, უცნობია. უინსლეტი და მისი მეუღლე, 34 წლის ნედ როკნროლი ახალი ამბით "აღფრთოვანებულნი არიან", განუცხადა პრესმდივანმა გამოცემა People.com-ს.

უინსლეტი და როკნროლი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ. როკნროლი მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის დისშვილია. იგი მსახიობის მესამე ქმარია. უინსლეტს ორი შვილი, 12 წლის მია და 9 წლის ჯო, ყოფილი მეუღლეებისგან - რეჟისორებისგან, ჯიმ ტრიპლტონისგან და სემ მენდესისგან ჰყავს.

ინტერვიუებში უინსლეტს არაერთხელ უთქვამს, რომ მიუხედავად ორი განქორწინებისა, ქორწინების სჯერა. ჯოს დაბადების შემდეგ, მან განაცხადა, რომ შვილების გაჩენა კიდევ სურს.

მომზადებულია People.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება