"უკვდავთა თაღში" კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალი გაიხსნა

"უკვდავთა თაღში" კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის "უკვდავთა თაღში" საქართველოს სახალხო არტისტების, კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალი გაიხსნა.

ღონისძიება კახი კავსაძის 78 წლის და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. ხელოვნების სასახლეში კახი კავსაძემ და გივი ბერიკაშვილმა სპეციალურად დაფენილ წითელ ხალიჩაზე გაიარეს, ხელოვნების სასახლის ეზოში კი ფოიერვერკიც გაუშვეს. სასახლის ეზოში გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის ოჯახური ფოტოარქივიდან არის წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლებიც როგორც საოჯახო, ასევე სასცენო მოღვაწეობას ასახავს.

ანაბეჭდების გახსნის ცერმონიას ხელოვნების მოღვაწეები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. დაბადების დღისა და იუბილის მისალოცად ხელოვნების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ღონისძიების დასასრულს ხელოვნების სასახლის ეზოში ნაჩვენები იქნება საუკეთესო ეპიზოდები მსახიობების მიერ შესრულებული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება