მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

მაიკლ ჯექსონის 15 წლის ქალიშვილმა, პერისმა თვითმკვლელობა სცადა. პერისი ლოს-ანჯელესის ბინიდან უგონო მდგომარეობაში ახლომდებარე საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მედიკამენტების ჭარბი დოზა მიიღო.

"პერისი პოპულარობას ვეღარ უძლებს. ძალიან ღელავს, რომ მამამისის სიკვდილის გამოძიების პროცესზე მოწმედ დაკითხავენ. ის კომფორტულად თავს არც ბიოლოგიურ დედასთან და არც ბებიასთან, კეტრინთან გრძნობს. მისი გულშემატკივარი ძმა, პრინცი ჯექსონი იყო. თუმცა, მას ახალი შეყვარებული ჰყავს და მთელ დროს მასთან ატარებს", - განუცხადა ჯექსონების ოჯახის ახლო მეგობარმა RadarOnline-ს.

მომზადებულია RadarOnline-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება