მეზობლები ჯასტინ ბიბერის უბნიდან გაძევებას ითხოვენ

მეზობლები ჯასტინ ბიბერის უბნიდან გაძევებას ითხოვენ

ახალგაზრდა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა მეზობლებს თავი იმდენად მოაბეზრა, ისინი ვარსკვლავის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

მათი თქმით, ჯასტინი წითელ ხალიჩასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის სხვაობას ვერ ხედავს და ისეთივე ქარაფშუტაა, როგორც სცენაზე. მეზობლები ჩივიან, რომ ბიბერი საკუთარი მოტოციკლითა და ავტომობილებით უბანში მაღალი სიჩქარით დაქრის და ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს.

"ჩვენ პატარა ბავშვები გვყავს, რომლებსაც ქუჩაში მარტო სათამაშოდ ვერ ვუშვებთ - არავინ იცის, საიდან გამოვარდება მოტოციკლით. ის მეზობლებს საფრთხეს უქმნის. მოვითხოვთ, ჯასტინმა ბინა გაყიდოს და სხვაგან გადავიდეს", - განაცხადეს მომღერლის მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება