უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი სახლიდან გაასახლეს

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი სახლიდან გაასახლეს

მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი, ბობი კრისტინა ბინიდან გაასახლეს. 20 წლის კრისტინას მეზობლებმა უჩივლეს. მეათე გაფრთხილების შემდეგ კრისტინას ბინის გამოცვლა მოუწია. ჰიუსტონის ქალიშვილი ხმაურიანი წვეულებების მოყვარულია და როგორც მეზობლები ამბობენ, ბინა ღამის კლუბს დაამსგავსა.

კრისტინა ჟურნალისტებთან ინფორმაციის დადასტურებას არ აპირებს - მან ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სახლიდან თავისი სურვილით გადავიდა, რადგან ცუდი მეზობლები ჰყავდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება