ზემფირას კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეიდან იყიდება

ზემფირას კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეიდან იყიდება

დღეიდან ცნობილი რუსი მუსიკოსის, ზემფირას, კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება. პირველი 300 ბილეთის შეძენა განსაკუთრებულ ფასად, 45 ლარად არის შესაძლებელი, რის შემდეგაც, მისი ფასი 60 ლარამდე გაიზრდება. 13 ივნისიდან ხელმისაწვდომი იქნება ვიპ ბილეთები. ბილეთების შეძენა www.ticketservice.ge -ზე არის შესაძლებელი.

მომღერალი კონცერტს 20 ივლისს ბათუმში, "პიაცას" მოედანზე, ხოლო 22 ივლისს მთაწმინდის პარკში გამართავს.

კონცერტის ორგანიზატორის, კირილ ხიმიჩევის თქმით, მომღერალი საქართველოს ბენდთან ერთად, 12 კაციანი შემადგენლობით ეწვევა და ორსაათიან კონცერტს გამართავს. ზემფირამ შარშანდელი გასტროლის შემდეგ ქართველ მსმენელთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვა. ბათუმის "პიაცაზე" კონცერტის ჩატარების იდეაც სწორედ მომღერალს ეკუთვნის.

მომღერალი უახლეს ალბომს "Жить в твоей голове" წარმოადგენს. ეს ზემფირას მეექვსე სტუდიური ალბომია, რომელიც 2013 წლის 14 თებერვალს გამოვიდა. მომღერალმა ამ ალბომზე მუშაობას ორი წელი მოანდომა. მუსიკალური თვალსაზრისით, "Жить в твоей голове" როკისა და პოპ როკის ჟანრისაა, თუმცა მოიცავს პოსტ-პანკის, თრიფ-ჰოპის, პოსტროკის, ბრიტპოპისა და ბლიუზ-როკის ელემენტებსაც. ამ ალბომით მომღერალმა თებერვლის თვიდან ტურნე დაიწყო.

ასევე იხილეთ:

ზემფირა სცენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება