რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"

რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"

ლეგანდარულმა დიზაინერმა რობერტო კავალიმ ორ ყველაზე ცნობილ ბრიტანელ ქალზე, ქეით მიდლტონსა და ვიქტორია ბექჰემზე საკუთარი აზრი გამოთქვა. კავალი თვლის, რომ პრინცი უილიამის მეუღლე გაცილებით უფრო სექსუალურად უნდა გამოიყურებოდეს, ამიტომ ქეითს მისი დიზაინით შექმნილი სამოსის მორგება არ აწყენდა.

"პრინცესა სექსუალური უნდა იყოს. ის ლამაზია, ახალგაზრდაა. ძალიან მინდა, მისთვის რაიმე განსაკუთრებული შევქმნა, მაგრამ არა ზედმეტად თამამი. ძალიან მინდა დავამტკიცო, რომ ბრენდ Roberto Cavalli-ის შეუძლია პრინცესას ჩაცმა. გამოვიყენებდი ახალგაზრდული და სექსუალური სულისკვეთებით გაჯერებულ რთულ პრინტს. ის, რომ პრიცესა ან დედოფალი ხარ, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია იყო სექსუალური", - აღნიშნა რობერტო კავალიმ.

რაც შეეხება ვიქტორია ბექჰემს, მასთან დიზაინერს არანაირი პრეტენზია არ აქვს.

"ვიქტორია ბექჰემი ყოველთვის ჩემს გულშია. მას და დევიდს უკვე წლებია ვიცნობ, მაგრამ ახლა იმდენად ხშირად ვეღარ ვხვდები, ვინაიდან ვიქტორია თავისი ბრენდის საქმეებითაა დაკავებული. კარგად მახსოვს, როგორ მთხოვა კოსტუმების შექმნა 2008 წელს, როდესაც Spice Girls-ი კვლავ შეიკრიბა. ძალიან გაოცებული და ნასიამოვნები ვიყავი.

როდესაც ვიღაც კარგად იცვამს, მე მას მოდის მსახიობს ვეძახი. ვიქტორია სწორედ მოდის მსახიობია, ვინაიდან სამოსს კარგად წარმოადგენს. ის ძალიან ჭკვიანია, მაგრამ გაუბედავი. ერთხელ მასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოვედი და მთხოვა, რომ მისთვის ხელი ჩამეკიდა, ვინაიდან ძალიან ნერვიულობდა. ჩემთვის ის ინგლისის ნაწილს წარმოადგენს", - აღნიშნა დიზაინერმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება