ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ

ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ლუდმილა პუტინამ განაცხადეს, რომ განქორწინდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს განქორწინება, ლუდმილა პუტინამ უპასუხა: "დიახ. შეიძლება ითქვას ეს ცივილიზებული განქორწინებაა".

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მან და ლუდმილა პუტინამ ერთად მიიღეს.

ვლადიმერ პუტინმა განქორწინება იმით ახსნა, რომ ყველა არ არის მზად საჯაროობის ისეთი მაღალი ხარისხისთვის, როგორსაც გულისხმობს პოლიტიკოსის მეუღლის სტატუსი.

"მთელი ჩემი საქმიანობა აბსოლუტურ საჯაროობასთანაა დაკავშირებული. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას საერთოდ ვერ ეგუებიან", - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ ის და ლუდმილა პუტინა მეგობრებად დარჩებიან.

"ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მადლობელი ვარ, რომ ის მე და ბავშვებს დღემდე მხარს გვიჭერს. ის ზრუნავს ბაშვებზე და ბავშვები ამას ყოველთვის გრძნობენ. ჩვენი ქორწინება დასრულდა, იმიტომ რომ, თითქმის ვერასდროს ვხედავთ ერთმანეთს. ვლადიმერ ვლადიმერის ძე მთლიანად ჩართულია საქმეში. ჩვენი შვილები გაიზარდნენ და თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყველა ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობთ", - განაცხადა ლუდმილა პუტინამ.

განქორწინება ჯერ არ არის დოკუმენტურად გაფორმებული. რუსეთის პრეზიდენტის ქორწინება 30 წელი გაგრძელდა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა