"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"

"ნუ გვიწოდებთ ფულზე გაყიდულებს!"

7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად... თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა... ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29 ჯარისკაცამდე გაიზარდა...

"ძალიან ცუდად ვართ... დაძაბულები და დათრგუნულები. ზოგჯერ უმწეობა გვიპყრობს, რადგან მუდმივად ვგრძნობთ, რომ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, ბაზაზეც კი არ ვართ დაცული... მაგრამ აქ ომია და იმაზეც გვიფიქრია, რომ ვიღაც მოკვდება. ყოველდღე ვგრძნობ, რომ აქ მეომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარეა და ვაღიარებ, რომ ასეთი საფრთხის წინაშე, ჯერ კიდევ სუსტი ვარ..." ჩვენი რესპონდენტი 24 წლისაა. წელიწადზე მეტია რაც ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, ლეზერნიკის ბაზაზე მსახურობს. მისივე თქმით, პირველი 6 თვე გაუჭირდა, მერე კი არ შეეჩვია, მუდმივი განსაცდელისგან "გაბრუვდა". მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ადრეც რამდენჯერმე ჩაგვიწერია, ამჯერად მისი დათანხმება გამიჭირდა...

- ახლა ძალიან ცუდად ვარ. არ მესმის, ხვალ (ჩვენი საუბარი 6 ივნისს შედგა) ჩვეულებრივ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. როდესაც ამ დანაკარგზე არ ვლაპარაკობ, არც ვფიქრობ. ისინი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. მე ამ დროს პატრულირებაზე ვიყავი გასული სხვებთან ერთად. არადა, ეს ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ბაზაზე დარჩენა, მაგრამ ამ ბოლო დროს თალიბები ყველაფერზე მიდიან. რაც უფრო იზრდება მათი დამორჩილების სურვილი კოალიციის ჯარებისგან, მით უფრო დაუნდობლები ხდებიან. არ ვიცი, რა დროს ძინავთ, მუდმივად ბრძოლის მზადყოფნაში არიან, ნაღმავენ, აფეთქებენ, თავს ესხმიან. მათ არც ქვიშის შტორმი და არც გაუსაძლისი სიცხე აბრკოლებთ... ამ რამდენიმე დღის "წითელი ჯვრის" ოფისი დაბომბეს. რაღაცაშია საქმე, ზედმეტად ეფექტურები გახდნენ ბოლო ხანებში და შესაძლოა გარედან უწყობთ ვინმე ხელს. ახლა ოპიუმის "მოსავლის" დრო არ არის, მაგრამ რას გაუგებ.

- ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, - რისთვის მიდიან ქართველი ბიჭები ავღანეთში...

- არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ზოგადად ინტერვიუს მოცემა არ მინდოდა... თქვენს გამოცემას უდიდეს პატივს ვცემ, ხშირად, შეძლებისგვარად, როდესაც კი ინტერნეტთან მიწევს ყოფნა, ვკითხულობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია ჩვენზეა, ისეთ საშინელ კომენტარებს წერენ, ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები... ნუ იქნებით ასეთი სასტიკნი, აქ ყველა მაღალი ხელფასის გამო არ წამოვსულვართ და არც ისეთი მაღალი ხელფასია, რომ ამისთვის სიცოცხლის გარისკვა ღირდეს, პირადად მე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წამოვედით. მინდოდა, გამეგო, რა შემეძლო, როგორც მეომარს, როგორც ჯარისკაცს, როგორც სამხედროს რა პოტენციალი მქონდა... აქედან დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტ, შეიარაღებულ ძალებში დავრჩები თუ სახლში წავალ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე