არაბეთის სამეფო დინასტიის წევრი ჟურნალ "ფორბსს" სასამართლოში უჩივის

არაბეთის სამეფო დინასტიის წევრი ჟურნალ "ფორბსს" სასამართლოში უჩივის

არაბი ბიზნესმენი და ინვესტორი ალვალიდ ბინ თალალი, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო დინასტიის წევრია, ჟურნალ "ფორბსის" წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ჟურნალის რედაქციამ მისი ფინანსები არასწორად დაითვალა - 30 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში 20 მილიარდი დოლარი მიუთითა. ალვალიდი შეშფოთებულია, რომ 2013 წლის რეიტინგის - "მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები", ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა. პრინცი ალვალიდი ამბობს, რომ დაკარგული 10 მილიარდი დოლარის გამო 26-ე ადგილზეა. ბიზნესმენმა რედაქციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

მისი თქმით, Forbes-ის არასწორად შედგენილი რეიტინგის გამო მის რეპუტაციას ზარალი მიადგა და კომპანიის იმიჯი შეილახა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა