კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

ქვეყანაში გლოვის დღეებია. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამშვიდობო მისიაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. ჰელმანდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. ბოლო თავდასხმის შემდეგ ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა. გვესაუბრება საქართველოს გენერალთა კლუბის პრეზიდენტი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე:

- რაც დღეს ხდება, ეს მოსალოდნელი იყო, მას მერე, რაც გაიზარდა ამ მისიაში მონაწილე ქართული კონტიგენტი. როდესაც გაცილებით მეტი ჯარისკაცი გყავს ისეთ რთულ ზონაში, როგორიც ჰელმანდის პროვინციაა, სამწუხაროდ, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. რაც შეეხება ავღანელთა მხრიდან ჩვენს პირად შემადგენლობაზე ფოკუსირებას, ეს ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა იმ უაზრო კვეხნის, ყოყლოჩინობისა და გულში მჯიღის ცემისა, რაც ვიხილეთ, როდესაც ქვეყნის "მთავარსარდალი" საკუთარი თავის პიარით იყო დაკავებული, იმაზე კი არც უფიქრია, თუ რა მტკივნეული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამას მთელი მსოფლიო უყურებს, თალიბიც იწყებს გულში მჯიღის ცემას და გვინდა, არ გვინდა, ფოკუსირება ხდება ქართულ ჯარებზე. ხომ ყველამ ვნახეთ, რა გენიალური დიალოგი გამართა სააკაშვილმა ტელეკამერის წინ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან. რომ არ ვიცოდე, რაც არის, არც დავიჯერებდი.

წინა შემთხვევაში ოცეულზე მეტი დაგვიზარალდა, ბოლო ფაქტისას მთლიანად ოცეული გამოვიდა მწყობრიდან, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ფაქტები. არ უნდა ვიაროთ ავღანეთში იმისთვის, რომ ვიპოზიოროთ სამხედრო ობიექტების წინ. ცოტა სპეციალისტებსაც უნდა მივცეთ საქმე, ჩატარდეს თეორიული თუ პრაქტიკული კურსები… მოხდა ერთი უბედურება, ცოტა დრო გავიდა და ანალოგიური განმეორდა, ისმის კითხვა - შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ბატონი კობა ლიკლიკაძის აზრს გავიზიარებ და ვიტყვი, რომ რომ ამ ქვეყნაში არსებობს სამხედრო გამოცდილება, რომელის გამოყენებაცაა საჭირო. პირტიტველა ბალღები გამოუცდელობის გამო ეწირებიან რაღაც სიტუაციებს, როდესაც გამოცდილი შემადგენლობა განზეა გაწეული. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის გენერალური შტაბის დღევანდელი უფროსის ლუღლუღი, რომელიც სუფლიორის გარეშე ხუთ წინადადებიან ბრიფინგსაც ვერ მართავს. და ასეთი უნიათო ხელმძღვანელობა შეძლებს სწორად მართოს ის კონტინგენტი, რომელიც რისკის ზონაშია? ამ არაპროფესიონალიზმის და ამპარტავნების შედეგი უკვე ვიწვნიეთ 2008 წელს, დღეს არის 2013 წელი, რა შეიცვალა მას მერე პოზიტიურად სამხედრო სფეროში? არაფერი, ნებისმიერ განაცხადს, რომელშიც პროფესიონალი სამხედროების ჯარში დაბრუნების სურვილია გამოთქმული, გენერალური შტაბი გადაულახავ ბარიერად ხვდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე