ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ "ჰამლეტიდან" "ტახტების თამაშებამდე"

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ "ჰამლეტიდან" "ტახტების თამაშებამდე"

თეატრისა და კინოს დანიელ ვარსკვლავ ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს ბოლო დრომდე დანარჩენ ევროპასა და ამერიკაში ნაკლებად იცნობდნენ, თუმცა მას მერე, რაც "ტახტების თამაშების" მესამე სეზონში გამოჩნდა, ამ უცნაური გარეგნობის მქონე მამაკაცზე ბევრი ალაპარაკდა.

ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ 1970 წლის 27 ივლისს დაიბადა დანიაში. ამჟამადაც იქ ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად - მისი ცოლი გრენლანდიელი მსახიობია, "მის გრენლანდიის" ტიტულის მფლობელი ნუკაკა მოცფელდი. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

თეატრში კოსტერ-ვალდაუს შექსპირის ტრაგედია "ჰამლეტში" ჰქონდა დებიუტი, ხოლო ფილმმა "ღამის მორიგეობა" თავის სამშობლოში მოუტანა პოპულარობა. ამის მერე ევროპულ კინო და ტელეპროექტებშიც გამოჩნდა.

ამერიკაში დებიუტი ჰქონდა ტელესერიალში "ახალი ამსტერდამი", რომელშიც უკვდავი დეტექტივი განასახიერა. 2009 წელს ითამაშა ფილმში "ვირტუალობა", რომელშიც კოსმოსური ხომალდის კაპიტნის როლი ხვდა წილად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება