პერის ჯექსონმა თავის მოკვლა იმიტომ სცადა, რომ მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს

პერის ჯექსონმა თავის მოკვლა იმიტომ სცადა, რომ მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს

ორი დღის წინ პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა პერის ჯექსონმა თვითმკვლელობა სცადა. ღამის ორ საათზე გოგონა საგვარეულო აგარაკიდან საავადმყოფოში წაიყვანეს. თავდაპირველად ოჯახის ადვოკატმა პერისის საქციელი მამის მონატრებით ახსნა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მოზარდმა ვენები იმის გამო გადაიჭრა, რომ ის მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს - მეორე დღეს პერისი სკოლაში უნდა წასულიყო.

როგორც ამერიკულ პორტალ TMZ-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, პერისმა ნათესავებთან კონცერტზე წავლის აკრძალვის გამო იჩხუბა და ატირებული საკუთარ ოთახში ჩაიკეტა. შემდეგ პრეპარატების (უცნობია კონკრეტულად რომელი) დიდი დოზა მიიღო და ვენები გადაიჭრა.

ოჯახის მეგობართა თქმით, პერისს ახლა რთული პერიოდი აქვს: ცოტა ხნის წინ ოჯახმა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან მეოთხე წლისთავი აღნიშნა, პერისს სკოლაში გამოცდებიც დაეწყო, გარდა ამისა, ის შეყვარებულს დაშორდა. კონცერტზე წასვლის აკრძალვა მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

"არ არის ადვილი 15 წლის მგრძნობიარე გოგონა იყო, განურჩევლად იმისა, როგორი ოჯახი გყავს.

განსაკუთრებით რთულია, თუ ყველაზე ახლობელი ადამიანი გვერდით არ გყავს", - ამბობს, ოჯახის ადვოკატი პერი სანდერსი.

მისი თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება