კიმ კარდაშიანს პაპარაცები ემუქრებიან

კიმ კარდაშიანს პაპარაცები ემუქრებიან

კიმ კარდაშიანი ყოველთვის გამოირჩეოდა პაპარაცებისადმი ლოიალობით, თუმცა როგორც ჩანს, ტელევარსკვლავს მოთმინების ფიალა აევსო. კიმმა დაიჩივლა, რომ  კარგი ფოტოების გადაღების სურვლით შეპყრობილი  აბეზარი პაპარაცები ვარსკვლავს ემუქრებიან.

"დღეს პაპარაცებს ფოტოების გადაღების უფლება არ მივეცი და ისინი ჩემს სიცოცხლეს დაემუქრნენ. როგორ ბედავენ დამემუქრონ მე და ჩემს ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილს! ეს უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება. გუშინ ოთხმა ავტომობილმა ალყა შემომარტყა. ხელს მიშლიდნენ სიარულში და სიჩქარეს მიზღუდავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოები გადაეღოთ. როგორ შეიძლება ამის გამო დაუსჯელები დარჩნენ", - აღნიშნა ვარსკვლავმა მიკრობლოგ "ტვიტერში".

ტელევარსკვლავის თქმით, წლების განმავლობაში პაპარაცების მიმართ თავაზიანი იყო, თუმცა ახლა არ მოსწონს ყველა ფოტო, რომელსაც უღებენ. 

"ძალიან გთხოვთ, დამაცადეთ, რომ დავტკბე ორსულობის ბოლო თვეებით ისე, რომ სახლიდან გამოსვლის არ მეშინოდეს. მე საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემს ტელე-შოუში ისედაც ყველაფერს ეფინება ნათელი. მომწონს ჩემი ცხოვრება, მაგრამ როდესაც კამერა ითიშება, დასვენება მჭირდება. 32 წლის ვარ და დედობისთვის ვემზადები. აღარ ვარ 25 წლის წვეულებების მოყვარული გოგონა", - აღნიშნა კიმ კარდაშიანმა. 

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება