ანა ვინტურმა კიმ კარდაშიანი დაბლოკა

ანა ვინტურმა კიმ კარდაშიანი დაბლოკა

ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური პოპულარულ ტელევარსკვლავს, კიმ კარდაშიანს არ სწყალობს.

კარდაშიანს თითქმის ყველა პრესტიჟული და რეიტინგული გამოცემებისთვის მიუცია ინტერვიუ, მაგრამ "ვოგი" მიუწვდომელი ციხესიმაგრეა. ვინტური ამბობს, რომ კარდაშიანის გარეგნობაში არაფერია ისეთი, რაც Vogue-ის გარეკანს გამოადგება. ანა ვინტური კარდაშიანს არც მნიშვნელოვან წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიალებზე ეპატიჟება.

ვინტური მხოლოდ კიმს არ ერჩის - მას კარდაშიანების მთელი ოჯახი აღიზიანებს. რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულ "კოსტუმის ინსტიტუტის გალა საღამო 2013"-ზე ღონისძიების ორგანიზატორებმა დედა-შვილი კარდაშიანები დაპატიჟეს. თუმცა, კიმის დედამ ღონისძიებაზე წასვლა ვერ შეძლო. ანას დაჟინებული მოთხოვნით, წითელ ხალიჩაზე მხოლოდ კიმი გავიდა.

"წვეულებაზე ერთი კარდაშიანიც საკმარისია. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები დადიან და არა რეალითი შოუს მონაწილეები", - განუცხადა ვინტურმა ჟურნალისტებს.

მომზადებულია celebitchy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება