ნაომი კემპბელმა პაპარაცი ”დაკორტნა”

ნაომი კემპბელმა პაპარაცი ”დაკორტნა”

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის ფიცხი ხასიათი მოდის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი, ამჯერად იტალიელ ფოტოგრაფს გაეტანო დი ჯოვანის არ გაუმართლა.

პაპარაცი კემპბელს ფოტოებს მაშინ უღებდა, როდესაც სუპერმოდელი სანაპიროზე მზეს ეფიცხებოდა. ვარსკვლავი ფოტოგრაფს მიეპარა და სახეში დაარტყა. გაეტანოს თქმით, ნაომიმ მას სახე დაუკაწრა და ”თვალების ამოთხრას” უპირებდა.

"უეცრად თავში მძიმე ჩანთა მომხვდა. ჩემდა სამწუხაროდ, კემპბელი გრძელ ფრჩხილებს ატარებს და მარცხენა თვალი ლამის ამომთხარა. მთელი სახე დამიკაწრა. არ ვიცი, როგორ გავექეცი. საავადმყოფოში ვმკურნალობდი", - განუცხადა ფოტოგრაფმა იტალიურ გაზეთს La Repubblica-ს.

ფოტოგრაფი სუპერმოდელს სასამართლოში უჩივის. "შავმა ავაზამ" ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ასეთი ფაქტი საერთოდ არ ახსოვს.

მომზადებულია La Repubblica-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება