დიმა ჯაიანი - "სააკაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია, ვისი შვილები კვდებიან ავღანეთში"

დიმა ჯაიანი - "სააკაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია, ვისი შვილები კვდებიან ავღანეთში"

…"მე ვიყავი აფხაზეთის ომში. მე - ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი არ მაქვს სამხედრო ტექნიკასთან (ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ ომში მოვხვდი), 26 მაისს მივხვდი, რამხელა საშიშროება გველოდა. მიხეილ სააკაშვილი რომ შეხვდა ჯარისკაცებს და ეკითხებოდა, შენ რამდენი კაცი მოკალიო, - იმ კადრებს ვგულისხმობ"... - აცხადებს მსახიობი დიმა ჯაიანი... მან ინტერვიუში არ დამალა, რომ გაცოფებულია და გვთხოვა, მისი გულწრფელი გამონათქვამები არ შეგველამაზებინა...

- გაინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტთან, ავღანეთში რომ ქართველი სამხედროები დაიღუპნენ? - საოცარი დამოკიდებულება მაქვს, საოცარი!... კი ბატონო, მესმის, რატომ და რისთვის იბრძვიან ქართველი სამხედროები დღეს ავღანეთში, მაგრამ რატომ ჰყავს ჩვენზე ათჯერ დიდ ნატოს და ევროკავშირის წევრ ჩეხეთის რესპუბლიკას 600 ჯარისკაცი ავღანეთში გაგზავნილი და სააკაშვილს 1800?! მაგ არანორმალურ კაცს, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია (მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის), ვისი შვილები კვდებიან იქ! საკითხავია, არის თუ არა თვითონ ქართველი, იმიტომ, რომ საქართველო, ვიმეორებ - ფეხებზე ჰკიდია. საქართველოს, ყველაზე დიდი, 300 ჯარისკაცის გაგზავნა თუ შეეძლო ავღანეთში, მაგრამ საქართველოში ფაშიზმი მძვინვარებდა და ეგონა, 1800 კაცი რომ გაგზავნა, ამით ყველაფერს გადაფარავდა. რას გადაფარავდა?! - ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ!? - ყველაზე დიდი დანაშაულია, ახლა რომ ხდება მთავარი რამის ჩაფარცხვა...… მე ვიყავი აფხაზეთის ომში. მე - ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი სამხედრო ტექნიკასთან არ აქვს (ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ ომში მოვხვდი), 26 მაისს მივხვდი, რამხელა საშიშროება გველოდა. მიხეილ სააკაშვილი რომ შეხვდა ჯარისკაცებს და ეკითხებოდა, შენ რამდენი კაცი მოკალიო, - იმ კადრებს ვგულისხმობ... ამ ჯარისკაცებს სახით უჩვენებდა "რუსთავი 2". ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვაცხადებ! - ამის გულისთვის დასახურია "რუსთავი 2", დასაჭერია ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა - თითოეული ჟურნალისტი და ოპერატორი, თითოეული დეგენერატი! როგორ შეიძლება მთელ მსოფლიოს ასეთი რამ აჩვენო?!.. წარმოგიდგენიათ საქართველოში რომ იგივეს ამბობდეს ავღანელი, მე ამდენი და ამდენი ქართველი მოვკალი ამა თუ იმ ქუჩაზეო?!... ავღანელი რომ საქართველოში ქართველს მიკლავდეს, ამას შევარჩენ? - რას ჰქვია საქართველოში ვიღაც ავღანელი ქართველ კაცს მიკლავ! - იგივე არ ხდება ახლა ავღანეთში? ეს რეგვენი პრეზიდენტი (მათ ხომ არ იციან, ეს რომ რეგვენია, პრეზიდენტი ხომ ჰქვია ამ განუვითარებელს, ამ საშინელებას?!) ასეთ შეკითხვას სვამს. ჟარისკაცებიც დაიბნენ, მიხვდნენ, რომ ამის კითხვა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჯარისკაცი ვალდებულია, პასუხი გასცეს... შემდეგ ტელეკომპანია "მაესტრომ" გადააფარა ჯარისკაცებს სახეზე, მაგრამ რაღა დროს?! უკვე წასული იყო კადრები მსოფლიოში. ამ კადრების შედეგია ეს უბედურება. ამას ხმამაღლა ვაცხადებ, მთელი პროკურატურის წინაშე და სასამართლოს წინაშე პასუხს ვაგებ! სააკაშვილის ბრალია და ის ამისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს!.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე