ბარ რაფაელმა სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა პისუართან გამოხატა

ბარ რაფაელმა სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა პისუართან გამოხატა

ალბათ, ძლიერი ნებისყოფის მამაკაცებიც კი შეშინდებოდნენ, თუკი საპირფარეშოში შესულნი პისუართან ებრაული წარმოშობის ტოპ-მოდელ ბარ რაფაელს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს შეხვდებოდნენ. ამ დროს შარვლის გახსნას ცოტა თუ გაბედავდა, მითუმეტეს, რომ საპირფარეშოს კარს მიღმა რაფაელს დაცვის სამი თანამშრომელი ელოდა.

28 წლის მოდელმა მამაკაცების საპირფარეშოში პროვოკაციული ფოტო გადაიღო და ის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განათავსა, ამ აქციით მან სექსუალური უმცირესობების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა.

ფოტოს რაფელმა ასეთი წარწერა გაუკეთა: "გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი - ყველა თანასწორია".

თუმცა, უცნობია, როგორი რეაქცია ექნებოდა ბარ რაფაელს მოულოდნელად ქალების საპირფარეშოში მამაკაცი რომ აღმოეჩინა.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება