ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ

ოთო ნემსაძეს უკრაინულ ფილმში იღებენ

ქართველ მომღერალ ოთო ნემსაძეს, რომელიც ამჟამად უკრაინული "ვოისის" ("Голос країни") ფინალისტია, ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრეი დონჩიკი ("ჟანგბადის ქალაქი", "მოპარული ბედნიერება" და სხვა.) ფილმში გადაიღებს. ფილმს უკრაინელი კლასიკოსის ოლგა კობილანსკაიას მოთხრობის "У неділю рано зілля копала" მიხედვით იღებენ და ის მწერლის 140-ე იუბილეს ეძღვნება. ნაწარმოებში მეცხრამეტე საუკუნის კარპატების ერთ-ერთ სოფელში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდის წევრი ოთო ნემსაძე ამჟამად პროექტის ფინალისთვის ემზადება, რომლის გამარჯვებულიც დღეს, 9 ივნისს გამოვლინდება.

რეჟისორის თქმით, რომელსაც მუსიკოსებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამ ექსპერიმენტს ის საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა აღიარებს, რომ სცენაზე ოთოს ენერგეტიკითა და არტისტიზმით მოხიბლულია. რეჟისორი განსაკუთრებით მოხიბლა ოთოს მიერ ეროვნული, უკრაინული სიმღერების შესრულების მანერამ.

მომღერალი მოხარულია, რომ ასეთი შეთავაზება მიიღო. ამასთან, ტელეშოუს დასრულების შემდეგ ოთო ნემსაძე უკრაინაში დარჩენას და ახალ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობას აპირებს, მათ შორის უკრაინული სიმღერების ჩაწერაზე. გარდა ამისა, ოთოს უკრაინაში ხანგრძლივად დარჩენის სხვა მიზეზიც აქვს, ის მის პირად ცხოვრებაში ახალ რომანტიკულ გატაცებას უკავშირდება.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება