კიმ კარდაშიანს ჟურნალი "ფლეიბოი" გაშიშვლებას სთავაზობს

კიმ კარდაშიანს ჟურნალი "ფლეიბოი" გაშიშვლებას სთავაზობს

პოპულარულ ტელევარსკვლავს, კიმ კარდაშიანს ჟურნალ "ფლეიბოის" რედაქცია გაშიშვლებას სთავაზობს.

Playboy-ში ფიქრობენ, რომ მაღალი რეიტინგისთვის ახალნამშობიარევი კიმი ნამდვილი მისწრებაა. მათ სხვა გამოცემებთან ჭიდილი და კარდაშიანთან შეთანხმება უკვე დაიწყეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში წყარო ამბობს, რედაქცია არც რეკორდულად მაღალი ჰონორარის შეთავაზებაზე დაიხევს უკან.

კარდაშიანი "ფლეიბოის" გარეკანზე პირველად 2007 წელს გამოჩნდა. დედის, კრის ჯენერის დაჟინებული მოთხოვნით კიმი მთლიანად გაშიშვლდა. თუმცა, ინტერვიუებში კარდაშიანი აცხადებდა, რომ ასეთი დისკომფორტი ცხოვრებაში არასდროს უგრძვნია.

უცნობია, რა ოდენობის თანხას შესთავაზებენ კარდაშიანს - მსახიობ ლინდსი ლოჰანს გაშიშვლებისთვის მილიონი დოლარი გადაუხადეს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება