მადონა მაღალი IQ-ს მქონე ვარსკვლავთა სიაში მოხვდა

მადონა მაღალი IQ-ს მქონე ვარსკვლავთა სიაში მოხვდა

მადონას ტიტულების კოლექციას კიდევ ერთი შეემატა - პოპ-ვარსკვლავი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცნობილი სახეა. ის მაღალი IQ-ს მქონე ვარსკვლავთა სიაში მოხვდა. ინტელექტის კოეფიციენტის რეიტინგი Mensa Internatinal-მა შეადგინა.

რეიტინგში ის ადამიანები ხვდებიან, ვინც IQ ტესტში 139 ქულაზე მეტს იღებს. მადონამ და შაკირამ ვარსკვლავთა "ინტელექტის რეიტინგი" 140 ქულით გახსნეს. პოპ-ვარსკვლავებზე ჭკვიანი 13 წლის ტელემსახიობი ნოლან გოულდი აღმოჩნდა, რომლის IQ 150-ია. 

ოსკაროსანი რეჟისორი და სცენარისტი კვენტინ ტარანტინო ინტელექტით დოლფ ლუნდგერნს ”გაუტოლდა”. მან ტესტში 160 ქულა დააგროვა. ვარსკვლავთა შორის ყველაზე ჭკვიანის ტიტული კი ჰეიმს ვუდსმა მოიპოვა. მისი IQ 180-ია.

ყველაზე ჭკვიან ვარსკვლავთა რეიტინგში მოხვდნენ მსახიობი ჯინა დევისი, Playboy-ს ყოფილი მოდელი ჯული პეტერსონი, გლენი ჰედლი და სტივ მარტინი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება