მერლინ მენსონმა პერის ჯექსონს მის კონცერტებზე მუდმივი VIP-მოსაწვევი აჩუქა

მერლინ მენსონმა პერის ჯექსონს მის კონცერტებზე მუდმივი VIP-მოსაწვევი აჩუქა

როკ-მუსიკოსმა მერლინ მენსონმა მაიკლ ჯექსონის ქალიშვილს, პერის ჯექსონს მის კონცერტებზე მუდმივი VIP-მოსაწვევი აჩუქა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ პერისმა თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს.

"იმედი მაქვს, თავს უკეთ გრძნობ, - მიმართავს 44 წლის მუსიკოსი პერისს, - შეგიძლია ჩემს შოუზე მაშინ მოხვიდე, როცა გაგიხარდება!".

ბოლო დროს ჯექსონის ქალიშვილს მძიმე პერიოდი აქვს - მამის გარდაცვალების წლისთავი, გამოცდები სკოლაში და "ბოიფრენდის" დაკარგვა ერთმანეთს დაემთხვა, კონცერტზე წასვლის აკრძალვა კი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და სამზარეულოს დანით ვენები დაისერა.

ამ დროისთვის პერისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება