ეკო ფანგანი - "ძალიან ტრადიციული ქორწილი არ მექნება, რადგან არ მოწონს დიდი ქორწილი მთვრალი თამადით"

ეკო ფანგანი - "ძალიან ტრადიციული ქორწილი არ მექნება, რადგან არ მოწონს დიდი ქორწილი მთვრალი თამადით"

რამდენიმე კვირის წინ ''მაესტროს'' ეთერში ახალი რეალური შოუ ''ჩემი ქორწილი'' გამოჩნდა, რომელშიც ტელევიზია შეყვარებულ წყვილს, მათი ოჯახის წევრებს, სიყვარულის ისტორიას გვაცნობს, ბოლოს კი ქორწილშიც გვეპატიჟება და მაყურებელს მათ ბედნიერებას უზიარებს. იმისთვის, რომ ''ჩემი ქორწილი'' საინტერესო გამოვიდეს, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ძალ-ღონეს არ იშურებს. გადაცემის წამყვანი ეკო ფანგანი ყოველკვირა სხვადასხვა წყვილს აბედნიერებს, თუმცა საკუთარ ქორწილზე ჯერ არ ფიქრობს. ეკოს და ანსამბლ ''ალილოს'' ერთ-ერთ წევრს, ბექა ჩხაიძეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო დროს კი ქალაქში აქტიურად ლაპარაკობენ მათ დაშორებაზე...

- ტელევიზიაში გაუჩნდათ ამ გადაცემის გაკეთების იდეა, ''პილოტები'' უკვე ჩაწერილი ჰქონდათ, როცა დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, იქიდან გამომდინარე, რომ ''ჩემი ქროწილი'' კარგ საქმეს ემსახურება, დავთანხმდი.

- გმირებს როგორ არჩევთ?

- ინტერნეტში ჩვენს სპეციალურ გვერდზე დაქორწინების მსურველი წყვილები აპლიკაციებს აგზავნიან, შემდეგ მიმდინარეობს განხილვა, ვცდილობთ ისეთი პერსონაჟები შევარჩიოთ, რომლებიც მაყურებლისთვის საინტერესონი იქნებიან. შემდეგ ვუკავშირდებით, პირადად ვეცნობით მთავარ გმირებს, მათი ოჯახის წევრებს, ვიგებთ მათი სიყვარულის ისტორიებს და დაწვრილებით ვესაუბრებით იმაზე, თუ როგორი ქორწილი უნდათ და როგორი არ უნდათ, რათა რამე ისე არ გამოვიდეს, რაც მათ არ ესიამოვნებათ. ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მეტად საპასუხისმგებლო საქმე აქვს აღებული, ეს დღე დაუვიწყარი უნდა იყოს წყვილისთვის და ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, ყველა ვემსახურებით მათ ბედნიერებას. ქორწილი რომ სრულდება და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მერე შემოქმედებითი ჯგუფი ვსხდებით და მათ ბედნიერებას აღვნიშნავთ.

- ვინ ზრუნავს პატარძლის იმიჯზე?

- გვყავს ივენთმენეჯერები, რომლებიც ზრუნავენ, რომ ქორწილი ისეთი გამოვიდეს, როგორიც წყვილს უნდა, დიზაინერები გვეხმარებიან კაბის შერჩევაში, პარტნიორი სალონი პატარძლის მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ზრუნავს, ჩვენი სპონსორი საიუველირო მაღაზია კი წყვილს ბეჭდებს ჩუქნის. სანამ კონკრეტულ ქმედებაზე გადავალთ, მანამდე ბევრს ვსაუბრობთ ნეფე-პატარძალთან დეტალებზე, ვეკითხებით, როგორი ქორწილი სურთ. აი, მაგალითად, წინა კვირას განსხვავებული შემთხვევა გვქონდა. ჯგუფ ''ფრანის'' სოლისტ გაგა ჩიხლაძეს ექვსი წელია ცოლი ჰყავს, მაგრამ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ჰოდა, გაგას სურვილით გადავწყვიტეთ, ქორწილი მათთვის გაგვეკეთებინა, თუმცა მისი მეუღლე ამ აზრით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა და არც უნდოდა ეს იდეა განხორციელებულიყო, რადგან ორსულადაა და ალბათ ფიქრობდა, რომ სათანადოდ ვერ გამოეწყობოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ისე ჩავრთეთ ანუშკა პროექტში, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა, საბოლოოდ დაგვთანხმდა და დიზაინერმა ისეთი კაბა შეურჩია, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა, ქორწილიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.

- ფინანსურად ვინ უზრუნველყოფს ქორწილს?

- წყვილს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, აქვს გარკვეული თანხა, ჩვენც ვცდილობთ, იმ თანხაში ჩავეტიოთ და მაქსიმალურად კარგი ქორწილი გავუკეთოთ, თუმცა ჩვენი პარტნიორები და ტელევიზია ბევრ საჩუქარს უკეთებს და საბოლოოდ გულდაწყვეტილი არავინ რჩება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება