ტომ კრუზი ყოფილი ცოლის პირად ცხოვრებას აკონტროლებს

ტომ კრუზი ყოფილი ცოლის პირად ცხოვრებას აკონტროლებს

ვარსკვლავური წყვილი, მსახიობები - ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი რამდენიმე თვის წინ განქორწინდნენ, მაგრამ კრუზი ყოფილი ცოლის პირად ცხოვრებას, ყველა პაემანსა და ნაბიჯს აკონტროლებს.

ტომის მეგობრების თქმით, მსახიობი ვერ წარმოიდგენდა, რომ კეტი მის გარეშე ბედნიერი იქნებოდა, ან ასეთ მცირე დროში ახალ პარტნიორს იპოვნიდა. კეტის ბოლო თაყვანისმცემელი, მსახიობი ლუკ კირბია, რომელიც ფილმის "შეშლილი დღეები" (Mania Days) გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ტომი ამბობს, რომ კეტი პარტნიორს ფილმში არა როგორს მსახიობს, არამედ როგორც კაცს, ისე კოცნის და გრძნობების დამალვას არც რეჟისორის თვალწინ ერიდება. კეტის მეგობრების თქმით, ჰოლმსი ყოფილი ქმრის ისტერიკებითა და გამოხტომებით ისე დაიღალა, რომ ხმამაღლა უყვირა, ჩვენ საერთო მხოლოდ შვილი გვყავს და წარსული დაივიწყეო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება