მარკ ჯეიკობსი Louis Vuitton-დან მიდის

მარკ ჯეიკობსი Louis Vuitton-დან მიდის

დიზაინერი მარკ ჯეიკობსი უკვე 16 წელია ბრენდ Louis Vuitton-ს ხელმძღვანელობს, თუმცა გავრცელებული ხმების თანახმად, მარკმა გადაწყვიტა, თანამდებობა დატოვოს.

ჯეიკობსის კონტრაქტი LVMH-თან 2014 წელს სრულდება. წყაროს ცნობით, დიზაინერი და მისი პარტნიორი რობერტ დეფი, ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ. თუ ჯეიკობსი Louis Vuitton-ს მართლაც დატოვებს, მის ადგილს ნიკოლა გესკერი დაიკავებს.

არსებობს რამდენიმე ვერსია, რის გამოც მარკმა მოდის სახლის დატოვება გადაწყვიტა. ერთ-ერთი მიზეზით, მარკი დაიღალა. დიზაინერი 12 წელი შეუსვენებლად მუშაობს პარიზსა და ნიუ-იორკში. ხშირად უწევს საქმიანი ვიზიტები, წელიწადში 12 კოლექციას ქმნის და ამასთან, უკვე 50 წლისაა. ამიტომ, მარკ ჯეიკობსი თვლის, რომ დასვენება დაიმსახურა.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მას სურს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ ბიზნესს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება