ბერენის ბეჟო - რეჟისორი მამისა და რეჟისორი ქმრის ნებიერა მსახიობი

ბერენის ბეჟო - რეჟისორი მამისა და რეჟისორი ქმრის ნებიერა მსახიობი

ფრანგმა მსახიობმა ბერენის ბეჟომ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ფილმ "წარსულში" შესრულებული როლისთვის. ფრანგი ბერენისის ნამუშევარი ირანელი ასგარ ფარხადის ფილმში საუკეთესოდ აღიარეს ქალთა შორის. ჯილდო მას ორლანდო ბლუმმა გადასცა.

ბერენისი აქამდე ცნობილი იყო "რაინდის ამბავში", ასევე ოსკაროსან ფილმ "არტისტში" შესრულებული როლებით. ფრანგული "სეზარის" მფლობელია და "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინანტი.

ბერენისი 1976 წლის 7 ივლისს დაიბადა ბუენოს აირესში, არგენტინაში, არგენტინელი რეჟისორის მიგელ ბეჟოს ოჯახში. სამი წლის იყო, როცა ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ბეჟოს სამსახიობო დებიუტი შედგა 1996 წელს, როცა ფრანგულ ტელეფილმ "მამაკაცების ამბებში" შეასრულა როლი. პირველი სერიოზული როლი კინოში ითამაშა 2000 წელს - ჟერარ ჟიუნოს "ყველაზე პერსპექტიულ მსახიობში", და მსოფლიო კინოკრიტიკოსების აღიარებაც ხვდა წილად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება