მასტერი - "ლგბტ საზოგადოებასთან პრობლემა არ მაქვს, ვიდრე ამის პოპულარიზაციას არ შეეცდებიან"

მასტერი - "ლგბტ საზოგადოებასთან პრობლემა არ მაქვს, ვიდრე ამის პოპულარიზაციას არ შეეცდებიან"

რეპერი მასტერი აქტუალურ თემებს მუდმივად ეხმიანება. როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, სპეციალური სიმღერა დაწერა ამ მოვლენების შესახებ და კლიპიც გადაიღო. ახლა კი 17 მაისის აქციას გამოეხმაურა და თავის თაყვანისმცემლებს ერთი სქესის ურთიერთობებზე საკუთარი მოსაზრებები რეპით გააცნო. კლიპის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და იყო ბევრი სალანძღავი კომენტარიც, რასაც მასტერი ჩვეულებრივად ხვდება. "მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი, ამას არ დავუშვებთ, შანსი აქვთ ნოლი, თუნდაც მსოფლიომ საუკუნით გაგვასწროს, აქ ეს არ მოხდება - არასდროს, არასდროს..." მასტერი თავისი ახალი კლიპის შესახებ მესაუბრა.

გიორგი პავლიაშვილი, მასტერი:

- ამ თემაზე არასდროს დამიპოსტავს სოციალურ ქსელებში და საკუთარი პოზიციაც არასდროს დამიფიქსირებია საჯაროდ. მინდოდა მეთქვა, რომ მამაკაცს საქართველოში ცოლი არასდროს ერქმევა და ეს ჩემი ტექსტით ვთქვი. ამას ვინც არ ეთანხმება, ე.ი. ემხრობა?!.

- შეიძლება, არ ემხრობოდეს, მაგრამ მე მაინტერესებს, შენ კონკრეტულად რით შეუწუხებიხარ განსხვავებული სექსუალური ორი­ე­ნტაციის ადამიანს?

- ყოფილა ასეთი არაერთი შემთხვევა, ადგილებს არ დავასახელებ, სად მომხდარა, მაგრამ მივმხდარვარ, რომ ვიღაც ჩვეულებრივად არ მიყურებდა. სკანერივით ვარ, უცბად შემიძლია ამოცნობა და გავრიდებივარ. ზოგადად, ისეთ სფეროში ვტრიალებ, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც არიან და როცა მათ ვხვდები, არანაირი პრობლემა არ მაქვს მანამდე, სანამ ამის აფიშირებასა და პოპულარიზაციას არ შეეცდებიან. ჩემი ძმაკაცებისგანაც არ გამიგია, რომ ვინმე სექსუალური ორიენტაციის გამო ეცემათ. მეც არ შემიხედავს ცუდად არავისთვის. აფიშირებაა პრობლემა. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ერის ტრადიციების შელახვაა, თუკი საქმე შეეხება თეატრალიზებულ წარმოდგენებს, ქუჩაში აქციების გამართვას, ერთმანეთის საჯაროდ კოცნას და ა.შ.

- თუმცა 17 მაისს ეს არ გვინახავს.

- რა ვიცით, იქნებ, აპირებდნენ მსგავს რაიმეს? მეც აუცილებლად ვიქნებოდი ამ აქციაზე, უბრალოდ, ზუსტად ამ დროს გახლდით დანიაში "ევროვიზიაზე". სხვათა შორის, კლიპში 17 მაისის კადრები სპეციალურად არ შევიტანე, რადგან ძალადობას არ ვემხრობი.

იხილეთ სტატიის სრული ვერისია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება