რომის პაპმა ვატიკანში გეი-ლობის არსებობა აღიარა

რომის პაპმა ვატიკანში გეი-ლობის არსებობა აღიარა

რომის პაპმა ფრანცისკმა რომის კურიაში - კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოში ე.წ. "გეი-ლობის" არსებობა აღიარა. ამის შესახებ Agence France-Presse-ი იუწყება.

"კურიაში არიან როგორც ნამდვილად წმინდა ადამიანები, ისე კორუმპირებული ნაკადი. კერძოდ, გეი-ლობზე საუბარი გამართლდა. იგი არსებობს. მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით",-განაცხადა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა ლათინოამერიკელ მორწმუნეებთან.

პონტიფიკმა ირიბად დაადასტურა იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვატიკანის მაღალი რანგის ჰომოსექსუალები შანტაჟისტების მსხვერპლნი გახდნენ. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ბევრი ეპისკოპოსი კარიერას უფროს მეგობრებთან "რომანტიკულ" ურთიერთობას უმადლის.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რომის პაპმა უახლოეს წლებში რომის კურიაში ღრმა სტრუქტურული რეფორმის გატარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. ამასთან აღიარა, რომ მას როგორც "არაორგანიზებულ" ადამიანს, საეკლესო ბიუროკრატიის გადალახვა გაუჭირდება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა