დემი მურის ახალი საყვარელი

დემი მურის ახალი საყვარელი

ჰოლივუდის ვარსკვლავის, დემი მურის ყველა ყოფილი საყვარელი სიმპათიური იყო, მაგრამ ამჟამინდელმა პარტნიორმა პაპარაცების მოლოდინს გადააჭარბა.

პაპარაცებმა უილ ჰანიგენს ფოტოები სიდნეიში გადაუღეს. მათი თქმით, მამაკაცს ისეთი ლამაზი ტანი აქვს, რომ ნებისმიერ გოგონას შეშურდება.

უილი მთელ დღეებს სპორტდარბაზში ატარებს, ცურავს და იოგას მისდევს. როგორც წყვილის მეგობრები ამბობენ, იმის შიშით, რომ წონაში არ მოიმატოს დემის საყვარლის ტიტული არ დაკარგოს, უილი, ბოლო დროს უფრო აქტიურად ვარჯიშობს. პაპარაცების თქმით, უილი ჯერ სპორტდარბაზში იყო, შემდეგ კი სანაპიროზე დარბოდა.

მათ ერთმანეთი სპორტდარბაზში აპრილში გაიცნეს. როგორც ჩანს, მური მისით მართლაც აღფრთოვანებულია, რადგანაც უკვე 2 თვეა ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება