სელმა ჰაიეკი: ”ჩემი მეუღლე არ მზღუდავს”

სელმა ჰაიეკი: ”ჩემი მეუღლე არ მზღუდავს”

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სელმა ჰაიეკმა ჟურნალისტებთან მოდასა და საკუთარ სტილზე ისაუბრა.

მსახიობი ყოველთვის უზადოდ გამოიყურება და ტანადობა არც მშობიარობის შემდეგ დაუკარგავს. სელმა სექსუალურ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. ჰაიეკი ამბობს, რომ თანამედროვე ქალების პრობლემა ის არის, რომ ყველაფერს იცვამენ, რაც მოდაშია და სარკეში არ იყურებიან.

"როდესაც ვხედავ, რომ სუპერმოდელის აღნაგობა არ მაქვს, რატომ უნდა ჩავიცვა სამოსი, რომელიც არ მიხდება, მაგრამ მოდაშია? ქალმა ნაკლი უნდა დაფაროს - ასეთ შემთხვევაში, თავის მართლება აღარავის მოუწევს, რომ უკომპლექსოა და აცვია ის, რაც მოსწონს. წითელ ხალიჩასა და წვეულებებზე ხშირად მაცვია ტყავის კოსტუმები, განსაკუთრებით ტყავის შარვლები. ჩემი მეუღლე ამ მხრივ არ მზღუდავს - მოსწონს, როდესაც მისი ცოლი ლამაზად გამოიყურება. ხშირად მეპატიჟებიან მოდის კვირეულებზე, პოპულარული ბრენდების ვიპ-პერსონაც ვარ, მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ მოდის მიმდევარი ვარ", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Peoplestylewatch-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება