ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

8 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ თბილისის დიდ საკონცერტო დაბრაზში კონცერტი გამართა. ქეთა თბილისში საკუთარ ჯგუფ ”ა სტუდიოსთან” ერთდ ჩამოვიდა.

მაყურებლებით სავსე დარბაზში იმყოფებოდნენ როგორც ქეთას ფანები, ისე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, ქეთას მეგობრები და ნათესავები.

ქეთა სცენაზე ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი კაბით გამოვიდა. მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მობძანებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული აუდიტორიისთვის სიმღერა.

სიტყვით გამოვიდა "ა სტუდიოს" წევრი ბაიგალი სერკებაევიც, რომელმაც დარბაზს ქართულად მიმართა და განაცხადა, რომ თბილისი ძალიან მოენატრა.

რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. მაყურებლისთვის ჯგუფმა როგორც კარგად ნაცნობი ჰიტები, ისე ახალი სიმღერები შეასრულა. ქეთამ დარბაზს სიურპრიზიც მოუწყო და მისი სოლო კარიერის დროინდელი ერთი ქართული სიმღერა "გული გეფერებოდა" შეასრულა.

რამდენიმე სიმღერის შემდეგ ჯგუფმა დარბაზთან ერთად პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას, რის შემდეგაც კონცერტი განახლდა.

ქეთას და "ა სტუდიოს" ენერგიულმა შესრულებამ მთელი დაბრაზი ააცეკვა. აპლოდისმენტები კი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. "ა სტუდიო" ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა და უახლოეს მომავალში შეხვედრას დაჰპირდა.

ხილეთ ვიდეო: А'Студио თბილისში - ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

ქეთევან პატარქალიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება