ბრეივიკმა მემკვიდრეობაზე უარი თქვა, რომ იგი მსხვერპლთა ოჯახებისთვის არ გაენაწილებინა

ბრეივიკმა მემკვიდრეობაზე უარი თქვა, რომ იგი მსხვერპლთა ოჯახებისთვის არ გაენაწილებინა

გასამართლებულმა ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა უარი თქვა დედის ქონებაზე, რომლის კონფისკაციაც შესაძლოა სახელმწიფოს მოეხდინა.

ბრეივიკის ადვოკატმა ტურდ იორდეტმა დაადასტურა, რომ ბრეივიკმა აღნიშნულ გადაწყეტილება იმიტომ მიიღო, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვა აეცილებინა თავიდან.

მას შემდეგ, რაც ბრეივიკმა მემკვიდრეობაზე უარი თქვა, იგი მის ნახევარდას გადაეცა. დატოვებული ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშაბათს ბრეივიკის დედის კუთვნილი ბინა გასაყიდად გამოიტანეს, ის 642 000 დოლარადაა შეფასებული.

ბრეივიკის დედა მარტში გარდაიცვალა. ილას ციხის ადმინისტრაციამ, სადაც ტერორისტი სასჯელს იხდის, ტერორისტი დედის დასაფლავებაზე არ გაუშვა.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა