კენი ვესტმა კიმ კარდაშიანს მოდელთან უღალატა

კენი ვესტმა კიმ კარდაშიანს მოდელთან უღალატა

კენი ვესტმა ორსულ კიმ კარდაშიანს მოდელთან უღალატა. ამის შესახებ კანადელმა მოდელმა ლეილა გობადიმ გამოცემა Star magazine-თან ისაუბრა. მისი თქმით, ის კენის კონცერტის შემდეგ შეხვდა, თუმცა მაშინ არაფერი იცოდა კარდაშიანის ორსულობის შესახებ.

24 წლის მოდელის განცხადებით, რეპერმა მას უთხრა, რომ კიმთან ურთიერთობა მისთვის მხოლოდ პიარის ნაწილია.

ლეილას თქმით, შოუს შემდეგ ის და კენი ვესტი ატლანტიკ სითიში, ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრნენ, სადაც სექსი ჰქონდათ.

"ეს ამბავი კიმის ოჯახს დაანგრევს, რაც ძალიან ცუდია, მაგრმ კიმის ადგილას რომ ვიყო და ბავშვს ველოდებოდე, ამის ცოდნა ნამდვილად მენდომებოდა", - აღნიშნა მოდელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კენი ვეტსმა კონცერტის დროს ლეილა სცენიდან შენიშნა და დაცვის თანამშრომლებს მისი კულისებში მოწვევა დაავალა, შემდეგ კი სასტუმროში წასვლა შეთავაზა.

"თავიდან ვერთობოდით, შემდეგ კი რაც მახსოვს ისაა, რომ სექსი გქონდა" - აღნიშნა მოდელმა. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელი კენის კიდევ რამდენჯერმე შეხვდა.

ლეილას თქმით, კენი მას რამდენიმე დღის წინაც დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა ლეილამ უარი უთხრა.

"ახლა უკვე ყველაფერი ვიცი კიმის ორსულობის შესახებ და ამას არასდროს არავის გავუკეთებ", - აღნიშნა ლეილა გობადიმ.

კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან. 2012 წლის დეკემბერში წყვილმა განაცხადა, რომ ბავშვს ელოდება. ტელევარსკვლავი და რეპერი დაქორწინებასაც აპირებენ.

მომზადებულია Star magazine -ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება