ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ

ჟურნალისტების ექსკლუზიური აღიარებანი მსოფლიო ვარსკვლავების შესახებ

მუდმივმა ავტორებმა ვარსკვლავებთან ყველაზე უჩვეულო შეხვედრების შესახებ ისაუბრეს და მკითხველს გაუმხილეს, როგორ იქცევიან მათი კერპები ინტერვიუზე.

სვენ შუმანი: "ინტერვიუს ჩაწერის პროცედურა სტანდარტულია: ჟურნალისტი ვარსკვლავის აგენტებს უგზავნის წერილს და ისინი ან თანხმდებიან წინადადებას, ან არა. მაგრამ მადონას შემთხვევაში რაიმე სტანდარტებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ასამდე წერილი გავგზავნე მხოლოდ იმისთვის, რომ დრო დამენიშნა. კიდევ იმდენი - რომ დრო დაედასტურებინათ. ინტერვიუმდე ერთი კვირა რჩებოდა და მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი კვლავ ვიღებდით მოთხოვნებს მომღერლის წარმომადგენლებისგან. "გამოგზავნეთ რეზიუმე, რომ მადონა მიხვდეს, ვისთან აქვს საქმე". კარგი.

"შეამოწმეთ, რომ დაწესებულებაში იყოს ოთახის ტემპერატურის წყალი". აუცილებლად. და სულ ასეთი რამეები. უკვე აღარც გვჯეროდა, რომ დადგენილ დღეს მადონა საერთოდ გამოჩნდებოდა. და აი, კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა მომღერლის აგენტი. მან პაუზა აიღო და საზეიმოდ გამოაცხადა: "ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ ყურადღებას. დედოფალი!" მე მაინტერესებს, მას მართლა მოსწონს ეს? ვარსკვლავის გარემოცვა ხშირად ართულებს ყველაფერს, მაგრამ ამჯერად ასე არ იყო - როგორც ჩანდა, მადონასაც მოსწონდა ეს ყველაფერი. გაიღიმა, ყურადღებით შემოგვხედა და წარმოთქვა: "შეიძლება თქვენი მისამართები? ვგულისხმობ სახლისას და არა ელექტრონულს". რა უნდა მეპასუხა? "რასაკვირველია". საუბრის დროს მან ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ოღონდაც გამუდმებით მიღიმოდა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცებისადმი საკუთარ სიმპათიას ავლენდა".

ტატიანა როზენშტაინი: "ჰოლივუდის მსახიობები ყოველთვის გაოცებენ ორგანიზებულობითა და თავაზიანობით. ყურადღებიანები არიან და ყოველთვის მზად, რომ ნებისმიერ, თუნდაც უაზრო შეკითხვას უპასუხონ. მაქსიმალურ მოწიწებას იჩენენ ავტორისადმი. ევროპელი მსახიობები სხვაგვარად არიან. მათ ნაკლებად აინტერესებთ იმიჯი, ამიტომ ინტერვიუებზეც დიდად არ იჩენენ თავს. დამამახსოვრდა შარლოტა რემპლინგთან ინტერვიუ. გამჭოლი, ცივი ცისფერი თვალებით მიყურებდა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სკოლის მოწაფე დირექტორის კაბინეტში. თითქოს ის მართმევდა ინტერვიუს, და არა პირიქით. თვითონ მისვამდა შეკითხვებს და მე მიწევდა პასუხების გაცემა. თუმცა ჩანს, ჩემმა მორჩილებამ კეთილად განაწყო და თვითონაც გაიხსნა.

ძალიან თბილი ინტერვიუ მქონდა პირს ბროსნანთან. ისე მემსახურებოდა, როგორც მზრუნველი მამა. წყალი შემომთავაზა, როცა იგრძნო, რომ დაძაბულობისგან ყელი გამიშრა. თან ისე მეგობრულად იღიმოდა, რომ მოგინდებოდა, მისთვის ყველაფერი მოგეყოლა. როცა თავისი პირველი ცოლის სიკვდილი გაიხსენა, თვალები აუწყლიანდა და მასთან ერთად მეც მომინდა ტირილი. აი, ბრედ პიტთან ინტერვიუზე კი გულწრფელად ვიცინოდი მასთან ერთად. მსახიობმა პატარა სცენა გაითამაშა, თითქოს მოდელი იყო პოდიუმზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერისია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება