კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს

კვლევითი ექსპერიმენტებისთვის ამერიკის ფლოტი 3D პრინტერებს გამოიყენებს

ამერიკის ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით, 2013 წელს ნორფოლკის ბაზაზე სამგანზომილებიანი ბეჭდვის ექსპერიმენტული ცენტრი გაიხსნება. ახალმა ტენოლოგიებმა სამხედროების ყურადღება საგამოცდო მოდელების დამზადების სიმარტივით მიიპყრო. ფლოტის წარმომადგენლები უკვე წელიწადზე მეტია ახალი ხომალდების სამაკეტო მოდელებს 3D პრინტერებზე ბეჭდავენ.

მსგავსი დაინტერესება არა მხოლოდ ფლოტმა გამოხატა. 3D პრინტერების გამოყენებით სამხედრო ავიაციის წარმომადგენლები წარმოებიდან დიდი ხნის წინ მოხსნილი დეტალების დამზადებას გეგმავენ. სამხედრო ავიატორები სივრცული ბეჭდვის გამოყენებით, ჩამოსასხმელი დეტალების მისაღებად საჭირო ყალიბებსაც ამზადებენ.

3D პრინტერების თემატიკაზე ამერიკული თავდაცვის უწყება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. პროგრამის ხელმძღვანელობის თქმით, მსგავსი ტექნოლოგიები დეტალების დამზადების პროცესს საგრძნობლად აიაფებს და ამარტივებს. საჭიროების შემთხვევაში, დეტალში მცირე კორექციის შეტანა მისი 3D პრინტერზე ბეჭდვის პროცესშიც შეიძლება.

ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების სრული გამოვლენისთვის შესაბამის ექსპერიმენტებს ამერიკის ფლოტი ნორფოლკისა და სან-დიეგოს ბაზებზე ჩაატარებს. წარმატების შემთხვევაში, მომავალში მსგავსი ტექნოლოგიები სამხედრო ხომალდებზეც დაინერგება და ინჟინრები საჭირო დეტალების დამზადებას გემის ბორტზე, ღია ზღვაში შეძლებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე