ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა

ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა

"ა-სტუდიოს" სოლისტმა, ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. ქეთამ საკუთარ გამოსვლამდე შეკრებილებს 23 თებერვალი, სამშობლოს დამცველის დღე მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები ფრუნზეს სანაპიროსა და სტადიონ "ლუჟნიკებზე" იყვნენ შეკრებილნი.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დიდი სპორტული არენა, რომელიც 78,3 ათას ადამიანს იტევს, მთლიანად შეივსო. მიტინგის მონაწილეებმა, ასევე, შეავსეს უშუალოდ მოედანი.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის სამმართველოს მონაცემებით, პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე, დაახლოებით, 130 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მოედანზე სცენაც იყო განთავსებული, რომელზეც მიტინგის დაწყებამდე პოპულარული შემსრულებლები გამოვიდნენ.

მოსკოვში ამჟამად ერთდროულად ხუთი აქცია იმართება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება