შაკირა - "ჟერარ პიკე ჩემს გვერდით მხოლოდ იმიტომაა, რომ ვუყვარვარ"

შაკირა - "ჟერარ პიკე ჩემს გვერდით მხოლოდ იმიტომაა, რომ ვუყვარვარ"

მომღერალი შაკირა ჟურნალ Elle-ს ამერიკული გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა. ვარსკვლავმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. Elle-თან საუბრისას შაკირამ საყვარელ მამაკაცზე, შვილსა და კარიერაზე ისაუბრა.

საყვარელი მამაკაცის, ჟერარ პიკეს შესახებ:

"ჩვენი საერთო სივრცის გარდა, გვაქვს ცალ-ცალკე სივრცეები. ეს ურთიერთობისთვის იდეალური წესრიგია. ვიცი, რომ ჟერარი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩემთან არ არის რაიმე ინტერესის გამო. ის ჩემს გვერდით მხოლოდ იმიტომაა, რომ ვუყვარვარ. მე მას ვერაფერს ვთავაზობ გარდა იმისა, რომ ქალი ვარ".

დედობის შესახებ:

"ჯერ კიდევ ვცდილობ იმის გააზრებას, თუ რა ხდება ჩემს თავს. თითქოს სრულიად სხვა ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება".

კარიერის შესახებ:

"ამ მხრივ რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ახლაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ ვარ რთული კონცეფციების მომხრე".

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება