ვარსკვლავები ზაფხულს პლაჟზე ხვდებიან

ვარსკვლავები ზაფხულს პლაჟზე ხვდებიან

პამელა ანდერსონმა "მალიბუს მაშველის" წითელი საცურაო კოსტიუმი აჟურულ ბიკინებზე გაცვალა და ნაზი ცისფერი პარეოც შემოირტყა თეძოებზე. "ვგიჟდები ოკეანეზე, შეიძლება ითქვას, რომ პლაჟზე გავიზარდე. ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, პლაჟზე შესანიშნავად შეიძლება გარუჯვა", - ამბობს პამელა.

ბრიტანელებისთვის კელი ბრუკი ერთ-ერთი ყველაზე სას­ურველი ქალია. მისი ნახვა ყველაზე ხშირად პლაჟებზე შეიძლება და მის სანახავად ეს ალბათ ყველაზე სასურველი ადგილიცაა. მომხიბვლელი კელი ნებისმიერ საცურაო კოსტიუმში მშვენივ­რად გამოიყურება, მით უმეტეს, თავისი საკუთარი კოლექციის ბიკინებში.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოცურავე და პლაჟების მუდმივი სტუმარი ჯესიკა ალბაა. ბევრისგან განსხვავებით, ჯესიკას რეალურადაც მოხდენილი ტანი აქვს და არა მხოლოდ ჟურნალების გარეკანებზე. ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს ოკეანის სანაპიროზე. იგი უკვე ორი შვილის დედაა, მაგრამ მის სხეულს ამან ვერაფერი დააკლო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება