ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე დაშორდნენ?

ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე დაშორდნენ?

ცოტა ხნის წინ ჯგუფ "ვია-გრას" ყოფილი წევრი ალბინა ჯანაბაევა აცხადებდა, რომ მომღერალ ვალერი მელაძისთვის მეორე შვილის გაჩენა სურდა, თუმცა გავრცელებული ხმებით, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ხმების გავრცელების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ МУЗ ТВ 2013-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მომღერლები ცალ-ცალკე და სხვადასხვა დროს მივიდნენ. თვითმხილველთა თქმით, ისინი ცდილობდნენ თავი ერთმანეთისგან შორს დაეჭირათ.

46 წლის მელაძისა და 34 წლის ჯანაბაევას ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელიც ჯანაბაევამ მელაძეს 9 წლის წინ გაუჩინა და მომღერალმა იგი მოგვიანებით შვილად აღიარა.

მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება