რუსეთში ინტერნატის აღსაზრდელებს შიზოფრენიის საწინააღმდეგო ამბების მიღებას აიძულებდნენ

რუსეთში ინტერნატის აღსაზრდელებს შიზოფრენიის საწინააღმდეგო ამბების მიღებას აიძულებდნენ

ჩელიაბინსკის ერთ-ერთი ინტერნატის თანამშრომლები აღსაზრდელებს შიზოფრენიის საწინააღმდეგო აბების მიღებას აიძულებდნენ. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა ბავშვთა უფლებების დამცველ პაველ ასტახოვს წერილი გაუგზავნეს და დახმარება სთხოვეს. ომბუდსმენმა პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებს. საქმით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ.

"ჩელიაბინსკის ოლქის ბავშვთა სახლში ჩატარდება კომპლექსური შემოწმება. გამოძიება დაადგენს, ხომ არ აგზავნიდნენ აღსაზრდელებს ფსიქიატრიულ კლინიკაში არა ავადმყოფობის, არამედ ქცევის გამო", - განაცხადა ასტახოვმა.

НТВ-ს ინფორმაციით, ბავშვთა სახლში აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენებოდა. დისციპლინის დრღვევისთვის აღსაზრდელებს ფსიქიატრიულ კლინიკაში აგზავნიდნენ და პრეპარატ ამინაზინის მიღებას აიძულებდნენ.

მომზადებულია news.am-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა