საძინებელი, რომელშიც მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა

საძინებელი, რომელშიც მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა

ინტერნეტში ლეგენდარული პოპ-შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის საძინებელში, მისი სიკვდილის დღეს გადაღებული ფოტოები გავრცელდა. 2009 წლის 25 ივნისს გადაღებული კადრები აშშ-ის პოლიციის ლოს-ანჯელესის დეპარტამენტმა აღმოაჩინა.

ფოტოებზე ჯექსონის საძინებელში მიმოფანტული სხვადასხვა წამლები და ჟანგბადის ბალონებია აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს სკივრი, რომელზეც უცნობი ბავშვების ფოტოებია განთავსებული. პოლიციის ინფორმაციით, ფოტოებმა უამრავი კითხვა წარმოშვა.

2009 წლის 25 ივნისს ექიმმა კონრად მიურეიმ მაიკლ ჯექსონს პრეპარატ პროპოფოლის ინექცია გაუკეთა, 2 საათის შემდეგ ოთახში დაბრუნებულმა ექიმმა მომღერალი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ვარსკვლავის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება