ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს

ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს

უახლოეს მომავალში ამერიკის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების შეიარაღებაში ახალი ტიპის მოტოციკლი გამოჩნდება. ღამის ოპერაციების ჩასატარებლად განკუთვნილი მოტოციკლი ელექტროძრავზე მუშაობს და, გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების გამოყენებით, პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდება.

მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია Zero Motorcycles-ის წარმომადგენლების თქმით, ელექტროძრავის წყალობით, შექმნილი მოდელი Zero MX გადაადგილებისას ნაკლებ სიმხურვალეს და სითბოს გამოყოფს. შესაბამისად, თბოვიზორებითა და ინფრაწითელი საშუალებებით მისი აღმოჩენა გაძნელებული იქნება. გარდა ამისა, უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, თვლების ბრუნვისას წარმოქმნილი ენერგიის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომელიც თავად მოტოციკლის ელექტროძრავას ხმარდება.

ღამით მოძრაობისთვის მოტოციკლს სპეციალური ინფრაწითელი მაშუქი აქვს, რომლის სხივების დანახვაც მხოლოდ ღამის ხედვის სათვალეების გამოყენებით შეიძლება. Zero MX ცუდ გზებზე გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი. მისი ელექტროკომპონენტები სრულად იზოლირებულია და 1 მეტრის სიღრმის წყალშიც შეუძლიათ გამართული მუშაობა.

Zero MX მოდიფიკაციაში მოტოციკლის მიწოდება მხოლოდ ამერიკის თავდაცვის უწყებისთვის მოხდება. საიდუმლო ტექნოლოგიების დასაცავად კი, სამოქალაქო ვერსიებიდან მოძრაობის უხმაურო და ნაკლებად შესამჩნევ  საშუალებებს ამოიღებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე