რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

ჯგუფ "აუტსაიდერის" სოლისტი, რობი კუხიანიძე ქართულ მუსიკალურ წრეებში ყველასთვის ცნობილია. ის არასოდეს მორიდებია საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას, თუმცა თავის სათქმელს ძირითადად მუსიკით ამბობს ხოლმე. რობის არასოდეს დაუმალავს, რომ არც სასმელზე ამბობს უარს და არც მარიხუანაზე, სწორედ მარიხუანის დეკრიმინალიზციაზე ლაპარაკით დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ:

- ამ აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა, როგორც ინდივიდმა და არა როგორც ორგანიზატორმა, რომ გითხრათ, სერიოზული "ქეში" ვარ-თქო, მოგატყუებთ, სუფთა შემოქმედებითი თვალსაზრისით ვამბობ, რომ თუ რამის დაწერა გინდა, ან უნდა იყო ნასვამი ან "დაბოლილი". როცა "დაბოლილი" ხარ ურთიერთობა გაცილებით იოლია, ხოლო როცა ნასვამია ადამიანი, აგრესია ლამის ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან ცუდი მიდგომა აქვთ "დაბოლილების" მიმართ, გაჩერებენ ქუჩაში, წაგიყვანენ და მოგა*****ნებენ, თუმცა სანამ "ფისის იზამ", მანამ დედას გაგინებენ. 9 წელი ხო იყო ეგეთი პატრული, თან დედას გაგინებდა და თან ამ გინების გამო ბოდიშს გიხდიდა. არ შეიძლება "კრაკადილიც" ნარკოტიკი იყოს და პლანიც.

- ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანაზე საშიში და მავნებელი ალკოჰოლია, მეტიც, ინციდენტების უმრავლესობა სწორედ სიმთვრალეში მოსდით ადამიანებს

- კი, ნამდვილად ეგრეა.მე თუ მკითხავ, ახლა პლანის კრიმინალიზაციას კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ დასალევისას. დანაშაულის სტატისტიკა თუა სადმე, დარწმუნებული ვარ, 100-დან 3-4 შემთხვევა იქნება მოწევის დროს ჩადენილი და დანარჩენი სიმთვრალისას, მაგრამ რომელიმე მთავრობა რომ დასალევის თემას შეეხოს, მთელი ქვეყანა აჯანყდება. საშინელი სასმელი იყიდებოდა და იყიდება მაღაზიებში. არაყი რომ 30 თეთრი ეღირება, ის რა უნდა იყოს?! სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ფასის მომატების ხარჯზე ამ ხარისხის გაუმჯობესებას. ტურისტებს რომ ყანწებით ასემევენ ღვინოს და სასმელში ახრჩობენ და მერე ის, სანამ სასმელის შოკიდან არაა გამოსული, მანამდე საქართველოს ქება-დიდებაშია, შემდეგ უკვე ნაბახუსევის პერიოდი რომ უდგება, მერე ჩვენს ლანძღვას და დაცინვას იწყებს.

- თითქმის ყველა არხზე გადის მუსიკალური კონკურსები. მაშინ როცა შოუ-ბიზნესის განუვითარებლობაზე გამუდმებით წუწუნებენ. ამდენ მუსიკალური კონკურსს აზრი ააქვს?

- ერთ-ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი ვიყავი და ასე თუ ისე შიდა სამზარეულოს ვიცნობ. ეს არის სპეციალურად ფულის საკეთებლად მოგონილი მახე. საქართველო და შოუ-ბიზნესი სხვადასხვა ცნებაა. დღეს საქართველოში იმდენი კომპოზიტორია, რამდენიც მომღერალი და ეს საშინელებაა. ვინც პიანინოზე დაკვრა იცის, ლამის ყველას კომპოზიტორი გონია თავი. მოყრიან ამდენ ბავშვებს, მერე ვისაც ფული აქვს, იმ ბავშვს აიჩემებენ და სასწაულებს აკეთებენ. მაგრამ აქ მშობელიც დამნაშავეა, უნდათ, რომ მათმა შვილმა იმღეროს, ლამის აუცილებელ ნოტად იქცა, რომ სცენაზე იდგეს. თუ აუცილებლობაზეა საუბარი, მგონი აჯობებს, ერთხელ მიიყვანონ ბუნკერთან და ანახონ, როგორ ასუფთავებს მეეზოვე ქუჩას და ასწავლონ, რაა რეალური ცხოვრება. რას აღწევენ ბოლოს? იმას, რომ ვიღაც ასიდან ერთი წავა რაღაც კონკურსზე საზღვარგარეთ და მერე იწყებს სახელმწიფო, ვთქვათ, პოლონეთთან რეკვას, რომ ბიძიებო, დეიდებო, ჩემ წარმომადგენელს სმსე-ბი გაუგზავნეთო, იქაური პრეზიდენტი განკარგულებას გასცემს, არიქა, გაუგზავნეთ ამ გაჭირვებულებს სმს-ებიო და გავდივართ 15-ე ადგილზე. გეკითხებით ეს ნორმალურია? რა კონკურსებზე ვლაპარაკობთ, როცა ე.წ. კულტურის მოღვაწეები უბრალოდ დისლოკაციის ადგილს იცვლიან, რიგში დგანან, რომ ახლა ამ ხელისუფლებას შეეტენონ. ”დიფ ფარფლის” კონცერტზე ბევრი იმიტომ მივიდა, რომ მერე ეთქვა, "ფარფლების" კონცერტს დავესწარიო, თან გამოსაჩენ ადგილზე გადაღებულ ფოტოს დადებს ფეისბუქზე, სხვებმაც რომ დაინახონ. აი ასეთი "სასტავი" რომ გამოვა კონცერტიდან, კიდე ერთ "ქლიავ" კონკურსს გააკეთებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება