ვიქტორია ბექჰემი ფეხსაცმელების საუკეთესო კოლექციას ფლობს

ვიქტორია ბექჰემი ფეხსაცმელების საუკეთესო კოლექციას ფლობს

დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების საუკეთესო კოლექციის მფლობელ ქალბატონად დაასახელეს. შესაბამისი გამოკითხვა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. გამოკითხვაში ათასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტთა 43%-მა განაცხადა, რომ 10-50 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აქვს. გამოკითხულთა 50% 5-10 წყვილ ფეხსაცმელს ფლობს, ხოლო 15% აღიარებს, რომ იმდენი ფეხსაცმლი აქვს, უკვე სათვალავიც კი აერია.

რეიტინგში დიზაინერმა უკან ჩამოიტოვა ჰოლივუდის ვარსკვლავი, სტილის ხატად აღიარებული სარა ჯესიკა პარკერი და ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა.

სიაში რიტა ორას შემდეგ პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მოდიან. მეექვსე ადგილზე მომღერალი გვენ სტეფანი აღმოჩნდა. მოდელ კელი ბრუკს მეშვიდე ადგილი ხვდა წილად. ტოპ-ათეულის ბოლო სამი ადგილი მირანდა კერიმ (მოდელი), ტეილორ სვიფტმა (მომღერალი) და ემა უოთსონმა (მსახიობი) გადაინაწილეს.

გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა უმრავლესობა ფეხსაცმელზე საშუალოდ 50 გირვანქა სტერლინგს ხარჯავს, ქალბატონთა მესამედი 50-100 გირვანქა სტერლინგს, ხოლო 11% ფეხსაცმელში 100 გირვანქა სტერლინგზე მეტს იხდის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება