ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა

ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა

უკვე ორი თვეა "რუსთავი 2"-ის "შუა დღის" ეთერში აღარ ჩანს ლიკა ევგენიძე. როგორც გავიგე, ლიკამ გადაცემა დატოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. დეტალების გასარკვევად "შუა დღის" პროდიუსერ მაიკო ლომიძეს ვესაუბრე.

- მაიკო, რატომ აღარაა ლიკა "შუა დღის" წამყვანი?

- ლიკას მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში ბიუროკრატიული პროცედურები აქვს გასავლელი. ერთი წელი უწყვეტად უნდა იცხოვროს იქ. დაახლოებით ათ თვეში შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას.

- თანამშრომლობას გააგრძელებს "შუა დღესთან", ის კვლავ თქვენი გუნდის წევრი იქნება?

- თუ მოინდომებს, ალბათ იქნება. დროსთან ერთად ჩვენს ქვეყანაში საოცრად სწრაფად იცვლება მოვლენები. ათი თვის შემდეგ რა იქნება, არავინ იცის. თუ თვითონაც ენდომება, ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება.

- ლიკას ვინ შეცვლის?

- უშუალოდ ლიკას შემცვლელები არ იქნებიან, მაგრამ მომავალი სეზონიდან ორი ახალი წამყვანი გვეყოლება. ეთერს 7 იანვრიდან განვაახლებთ. გადაცემისთვის განკუთვნილი დროც მეტი გვექნება. ბევრნი გავხდებით არა მარტო წამყვანების ხარჯზე, არამედ ჟურნალისტებიც დაგვემატებიან. ეთერში ყოველდღიურად კვლავ ოთხი წამყვანი იჯდება. თანაწამყვანები კი დათო ტურაშვილი და მერიკო იქნებიან, გვექნება სიუჟეტებიც.

- ვინ გახდებიან "შუა დღის" წამყვანები?

- გვანცა დარასელია და ნინო ხოშტარია.

- გვანცა დილის გადაცემის წამყვანი აღარ იქნება?

- დილითაც წაიყვანს გადაცემას. მალე "საქართველოს ვარსკვლავი" დამთავრდება და გვანცა ასე ძალიან დაკავებული აღარ იქნება. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს "შუა დღესთან" დაკავშირებით და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება